ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამბობენ, რომ მათ მოიძიეს ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია პროექტით.
მათივე განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებსაც აქვთ.
„მიუხედავად არსებული ვითარებისა, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონტროლს მიღმაა, ჩვენ მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ არის დაინტერესებული პროექტით. ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ მთავრობის წარმომადგენლები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე.
როგორც ჩვენ განვუმარტეთ მთავრობის წარმომადგენლებს, ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დაინახოს პირდაპირი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, როგორც პროექტის, ასევე მათ მიმართ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არ მიგვიღია მსგავსი პოზიცია სახელმწიფოსგან. ამრიგად, ჩვენ ველოდებით მთავრობას, რადგან ზემოთ აღწერილი სიტუაცია არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ, თუმცა პარალელურად აქტიურად ვაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას პოტენციურ ინვესტორს“, - ამბობენ კონსორციუმში.
მათივე ცნობით, ADC იყენებს ყველა საშუალებას, რომ პროექტი წინ წავიდეს, თუმცა ისინი მთავრობის მხარდაჭერის მოლოდინში არიან.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები