„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებისა და სამოქალქო აქტივისტების მიერ წუხელ ზუგდიდში გაკეთებული წარწერები წაშალეს.
გუშინ, გვიან ღამით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, ზუგდიდის პოლიციისა და სამხარეო პოლიციის შენობებთან წარწერები: „ამ ცხოვრების დედაც", "პატარა ბარბარემ წერა არ იცოდა", „სისტემა კლავს“ დატოვეს.
ამით ისინი ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. აქტივისტების თქმით, 15 წლის მოზარდი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამ სისტემის მსხვერპლია.
სამოქალაქო აქტივისტებსა და სამხარეო ადმინისტრაციის დაცვის თანამშრომლებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა. დაცვის პოლიცია მათ გუბერნიის შენობასთან წარწერების გაკეთების საშუალებას არ
აძლევდა.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები