პოლიციის სამმართველოს შენობასთან, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, სამოქალქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მდუმარე აქციას გამართავენ.
ისინი პოლიციის შენობათან 17:00 საათზე შეიკრიბებიან.
„სოლიდარობას ვუცხადებთ დედას და გვინდა მოვუწოდოთ ახალგაზრდებს, აუცილებლად დაელაპარაკონ ახლობელ ადამიანებს. შეგვძრა ლუკას ამბავმა, განადგურებულები ვართ, სისტემა ძირეულად უნდა შევცვალოთ“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ციცინო შენგელია.
კიდევ ერთი საპროტესტო აქციას 18:00 საათზე მშობლები
გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები