ზუგდიდში ლუკა სირაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ტაძარში წირვა-ლოცვა მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა. მან ეპარქიის სამღვდელო დასის და მრევლის სახელით გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
" ჩვენი გულები აღვსილია მწუხარებით, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს სული ახალგარდაცვალებულისა და დააწესოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. თითოეულ თქვენგანს ვთხოვ, რომ გავაძლიეროთ ლოცვები და მოვიხსენიოთ ლუკა, რათა ღმერთმა მისი სული დააწესოს სავანესა, სადაც მართალნი განისვენებენ“, - თქვა ქადაგებისას მეუფე გერასიმემ.
15 წლის მოზარდი, რომელმაც არსებული ინფორმაციით, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. ჩვენების შესაძლო იძულების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები