ზუგდიდში ყოველ შაბათ-კვირას ტრადიციული რეწვის ნიმუშები გამოიფინება
ფრანგულ პარკში ერთი წლის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
ამ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 10 პავილიონის განთავსება იგეგმება. ამის შესახებ დღეს საკრებულოში იმსჯელეს.
დეპუტატებმა UNDP-თან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებაზე მერიისთვის თანხმობის მიცემას ერთხმად დაუჭირეს მხარი. „გაეროს განვითარების პროგრამა“ ეთნოცენტრის მოსაწყობად 60 000 ლარს გამოყოფს. ტენდერი მხარეებს შორის ხელშეკრულების დადების შემდეგ, დაახლოებით, ერთ თვეში გამოცხადდება.
მასალის გამოყენების პირობები