მერაბ ქვარაია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გახდა
ზუგდიდელი დეპუტატი მერაბ ქვარაია ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
ინფორმაციას მაჟორიტარის ბიურო ავრცელებს.
ამავე ცნობით, ფრაქციას რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს. მან აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე შეცვალა. რაც შეეხება მდინარაძეს, ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები