მარტვილის სოფელ ბალდაში 4 ჰექტარამდე ფართობზე, ტყის საფარი იწვის. ცეცხლი ტყეში გუშინ გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძრის ქრობის სამუშაოები დღეს განახლდა.
ამავე ცნობით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. მარტვილის მერიაში ამბობენ, რომ ხანძრის დასახლებულ პუნქტებში გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები