ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროს კედელზე, ცხვარი მიახატეს და დატოვეს შემდეგი შინაარსის წარწერა: "აქ იჯდა მონა მერაბ ქვარაია".
ამ დროისათვის ნახატიც და წარწერაც წაშლილია. როგორც მაჟორიტარის ბიუროში რადიო
„ათინათს“ უთხრეს, ის კეთილმოწყობის სამსახურმა დღეს დილით წაშალა. ისინი კედელზე ნახატებისა და წარწერების გაკეთებას "ნაციონალური მოძრაობას" უკავშირებენ და ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა კომენტარს არ აკეთებენ.
რამდენიმე დღის წინ დეპუტატის ოფისის კედელზე გამოკრულ ბანერზე თეთრი და წითელი საღებავით „მონა“ მიაწერეს. მის ქვეშ, კედელზე კი წარწერა ჰეშთეგით „შეცვალე“ დატოვეს. ბანერის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
"ამინ!" - სამოქალაქო აქტივისტების პასუხი მაჟორიტარს
მასალის გამოყენების პირობები