სოხუმში 2020 წელს დაბადებული პირველი ბავშვი 100 ათას რუბლს მიიღებს საჩუქრად
სოხუმში ახალ წელს დაბადებული პირველი ბავშვი 100 ათას რუბლს (დაახლოებით 5000 ლარი) მიიღებს საჩუქრად.
აღნიშნულ ინიციატივას ქალაქის ე.წ. საკრებულოს დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, ე.წ. მერის მოვალეობის შემსრულებელმა კან კვარჩიამ აღნიშნა, რომ ერთჯერად დახმარებას საახალწლოდ რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახი და ომის ვეტერანები მიიღებენ, წერს "აბხაზია ინფორმი".
მასალის გამოყენების პირობები