ფახულანში, ტყეში გატარებული კონტროლის დროს უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა წალენჯიხის სოფელ ფახულანში, ტყის მასივში გატარებული კონტროლის შედეგად, უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
ჯამში ამოღებულია 19 000 ღერი სიგარეტი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები