სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ანგარიში წარადგინა (ვიდეო)
14:43 / 26.12.2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა.
ალექსანდრე მოწერელიამ 2019 წელს განხორციელებულ და მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეგიონში ჯამში 1 565 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელთა ღირებულებამაც 400 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მათ შორის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1061 პროექტი განხორციელდა, პროექტები კი თავად მოსახლეობამ სოფლის კრებებზე შეარჩია:
დაიგო და რეაბილიტირდა 250 კილომეტრი საავტომობილო გზა;
შენდება 12 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 7 ხიდს;
გაიწმინდა და მოწესრიგდა 102 კილომეტრი სადრენაჟე არხი;
გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში;
მესტიის მუნიციპალიტეტის უშუქოდ დარჩენილ სოფლებს - ჰეშკილსა და ხალდეს ელექტროენერგია მიეწოდა;
დასრულდა 2 და მიმდინარეობს 24 ამბულატორის მშენებლობა;
რეაბილიტირდა 23 ამბულატორია;
აშენდა გადაუდებელი დახმარების ცენტრები აბაშასა და მარტვილში, მიმდინარეობს კიდევ 7 ცენტრის მშენებლობა;
მუნიციპალიტეტებმა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში 30 578 ბენეფიციარი 9 მილიონამდე ლარით დააფინანსეს;
უახლოეს პერიოდში ბინები გადაეცემა 360 დევნილ ოჯახს, დასრულდა 3 კორპუსის მშენებლობა ზუგდიდში. მიმდინარეობს დამატებით 5 კორპუსის მშენებლობა;
დასრულდა 3 და მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა;
სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 95 საჯარო სკოლას, რისთვისაც 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა;
მიმდინარეობს 9 საჯარო სკოლის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები. გუბერნატორის თქმით, მომავალ წელს კვლავ პრიორიტეტი იქნება საგზაო ინფარსტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგების და წყალარინების სამუშაოები.
"გაძლიერდება განათლების სფეროს დაფინანსება - მომავალ წელს სრულ რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეგიონის 14 სკოლას და მოხდება 9 სკოლის მშენებლობა, ამასთან, აშენდება 14 ახალი საბავშვო ბაღი. 2020 წელს გაგრძელდება ჯანდაცვის ობიქტების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესი. დევნილებისთვის ზუგდიდში შენდება დამატებით ხუთი 12 სართულიანი კორპუსი, რითაც 1000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებლის პრობლემა გადაეჭრება. განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, წელს 15 ახალი ავტობუსი შეიძინა ზუგდიდმა, მომავალ წელს კი 25 ახალი ავტობუსი ზუგდიდს, ხოლო 10 ავტობუსი ფოთს გადაეცემა. ასევე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, ამისთვის მომავალ წელს ინტენსიურად მოხდება სპორტული ობიექტების და საბავშვო მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2020 წელს დასრულდება ზუგდიდის და ფოთის სტადიონების მეორე ეტაპის სამუშაოები, ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და ზუგდიდს ექნება ახალგაზრდული ცენტრი და ზვიად გამსახურდიას სახელობის თანამედროვე ბიბლიოთეკა", - თქვა გუბერნატორმა.
პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის მერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გზდ საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები