ფოთში, ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხესთან დაზიანებულია ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა.
მერიის ცნობით, დამტვრეულია სათამაშოები, გაწყვეტილია ელექტროსადენები, რითაც ხდება მორთულობის ჩართვა.
„ქალაქის სადღესასწაულო გაფორმების სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა და უკვე გამოვლინდა ვანდალიზმის ფაქტები. მაშინ, როდესაც მოსახლეობა სიხარულით შეეგება გამორჩეულ სადღესასწაულო გაფორმებას, მავანმა თავისი უღირსი საქციელით შეურაცხყო ყველა ადამიანის შრომა და ძალისხმევა, ყველა ფოთელს, ვისაც გულით უხარია ქალაქის წინსვლა და აღმშენებლობა“, - ამბობენ მერიაში.
წელს ფოთის მერიამ საახალწლო მორთულობებისთვის 200 ათას ლარზე მეტი დახარჯა.
მასალის გამოყენების პირობები