სანტა-კლაუსის საქართველოში მოგზაურობა ზუგდიდიდან იწყება. ქალაქს ის 31 დეკემბერს 23:30 საათზე გნომების თანხლებით ეწვევა.
1 იანვარს კი სანტა ფოთს, ხოლო 2 იანვარს მესტიას ესტუმრება.
სანტა-კლაუსის ლაპლანდიიდან ჩამოსვლა, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის სპონსორია მეღვინეობა ,,ხარება“ Winery Khareba, ხოლო ინიციატორები საქართველო-ფინეთის ურთიერთობათა ასოციაცია, თბილისი - ჰელსინკი და ევროპული ალიანსი საქართველოსთვის (თბილისი), ფინეთ- საქართველოს მეგობრობისა და კულტურულ-ურთიერთობათა საერთაშორისო ცენტრი (ჰელსინკი) არიან.
31 დეკემბერს სანტას სტუმრობის გარდა, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, საახალწლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება 31 დეკემბერს, 22:00 საათზე დაიწყება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თათა გიორგობიანი და ბენდი ELECRIX, ვახო გოგილავა, თამუნა ლილუაშვილი, ლაშა თოდუა და ბუბა სორდია. მერიამ ახალი წლის კონცერტისთვის 39 000 ლარი გამოყო.
მასალის გამოყენების პირობები