ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ოჯახური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული ბ.ს- ს აღმკვეთზე დღეს იმსჯელებენ.
მას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა.
სოფელ შამგონაში 35 წლის ეკა მიქავა მეზობლის ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსის არ სჯერა. მიქავას ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და მას ქმართან კონფლიქტი ჰქონდა.
შემთხვევა 28 დეკემბერს
მოხდა.შს სამინისტრომ გამოძიება, სსკ-ის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 126-ე – ძალადობის მუხლებით
დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები