ზუგდიდში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული მსვლელობა გაიმართება.
ის 12:00 საათზე ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდება. ამასთან ტრადიციულად შეგროვდება საჩუქრებიც, რომელსაც სოციალურად დაუცველებს გადასცემენ.
მსვლელობის დასრულების შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე საზეიმო პარაკლისს აღავლენს.
მასალის გამოყენების პირობები