ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის საჭიროებისათვის გრეიდერის ტიპის ერთი ტრაქტორის შეძენას გეგმავს.
მისი სატენდერო ფასი 274 ათასი ლარია. მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ტექნიკა გზების რეაბილიტაციისთვის და გაწმენდითი სამუშაოებისთვის არის საჭირო.
შესაბამისი ტენდერი 31 დეკემბერს გამოცხადდა და 13 იანვარს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები