სოხუმში, მაიაკის რაიონში, ერთმანეთს „ლადას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა დაახლოებით, 6:30 სთ-ზე მოხდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები