სოხუმში ოპოზიცია „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობს
სოხუმში „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციასთან 300 - ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. ისინი შენობაში შეჭრას ცდილობენ.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი დროებით დათხოვილია.
ოპოზიციის მომხრეები ჯერ დრამატული თეატრის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს, წერს „აიაირა“. ამავე ცნობით, აქციის მონაწილეები და ადმინისტრაციის დაცვის თანამშრომლები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ოპოზიცია „საპრეზიდენტო“ არჩევნების შედეგების გაუქმებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ - 38 ათას 766 ხმა დააგროვეს.
მასალის გამოყენების პირობები