აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ განმეორებითი „საპრეზიდენტო“ არჩევნების ჩატარების თარიღად 2020 წლის 22 მარტი განსაზღვრა, წერს „აფსადგილ ინფო“.
ამავე ინფორმაციით, 11 იანვარს პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარე ალხას კვიცინიამ და დეპუტატების ჯგუფმა „საარჩევნო კომისიის“ თავმჯდომარეს თამაზ გოგიას “უზენაესი სასმართლოს“ გადაწყვეტელება წარუდგინეს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, მას ჟურნალისტები არ დასწრებიან.
მისი დასრულების შემდეგ, ალხას კვიცინიამ განაცხადა, რომ ე.წ. კომისია არჩევნების თარიღს არაუგვიანეს 13 იანავრისა დანიშნავდა.
"უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის არჩევნების შედეგები" უკანონოდ 10 იანვარს ცნო.
შენიშვნა: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ არჩევნები 21 მარტს გაიმართებოდა.ამავე თემაზე:სოხუმი: უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის არჩევნების შედეგები უკანონოდ ცნორაულ ხაჯიმბა "არჩევნების" შედეგების გაბათილების შესახებ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
მასალის გამოყენების პირობები