ხაჯიმბას „ადმინისტრაცია“ განმეორებითი არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ ეთანხმება „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ გადაწყვეტილებას განმეორებითი არჩევნების დანიშვნის თაობაზე და მის გასაჩივრებას აპირებენ.
„პრეზიდენტის“ ადმინისრაციაში თვლიან, რომ „ცენტრალური საარჩევნო“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილება განმეორებითი „საპრეზიდენტო“ არჩევნების შესახებ „ქვეყანას“ სტაბილიზაციის ძიების გზისგან აშორებს.
„ვაცხადებთ, რომ არ ვეთანხმებით მოცემულ გადაწყვეტილებას და ვაპირებთ მის გასაჩივრებას დადგენილ ვადებში“, - განაცხადეს „რია ნოვოსტს“ „პრეზიდენტის“ პრესსამსახურში.
ოკუპირებულ აფახაზეთში განმეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები