ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 16 იანვრის ნაცვლად, 20 იანვარს დაიწყება. მერიის „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“
ხელმძღვანელის ხათუნა თოლორაიას თქმით, ამის მიზეზი სეზონური გრიპის გავრცელებისგან თავის არიდება გახდა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე დღე გადაგვედო სააღმზრდელო პროცესის დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ 20 იანვრამდე არ დავიწყოთ მუშაობა“, - თქვა თოლორაიამ.
ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები