ახალი ამბები
ზუგდიდში 11 საბავშვო ბაღისთვის საწოლებს შეიძენენ
ზუგდიდის მერიის ააიპ "სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა" საბავშვო საწოლების შესაძენად 106 250 ათასი ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია 425 საწოლის შეძენა, რომლებიც შემდეგ ბაღებში გადანაწილდება:

ზედაეწერის ბაღი - 50ც;
ინგირის #1 ბაღი - 15ც;
ოირემეს ბაღი - 20ც;
ორსანტიის ბაღი - 20ც;
ორულუს ბაღი - 25ც;
რიყის ბაღი - 40ც;
ქვემო კახათის ბაღი - 10ც;
ყულიშკარის ბაღი - 25ც;
ზუგდიდის #6 ბაღი - 10ც;
ზუგდიდის #16 ბაღი - 60ც;
ნარაზენის #2 ბაღი  - 50ც;
ზუგდიდის #2 ბაღი - 100ც.


შესაბამისი ტენდერი გასულ თვეს გამოცხადდა, რომელშიც რვა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა. აქედან ორს არასრული დოკუმენტაციის წარდგენის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭეს.

„ორმა პრეტენდენტმა, რომლებმაც  უმცირესი ფასი შემოგვთავაზეს, ვერ წარმოადგინეს სრულყოფილი დოკუმენტაცია და ამიტომ მათ დისკვალიფიკაცია მიენიჭათ. არის მესამე პრეტენდენტი, რომლისგანაც ველოდებით შესაბამის დოკუმენტებს, თუ წარმოადგინა მასთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას. რაც შეეხება სხვა ბაღებს, სადაც ამ ეტაპზე ვერ შეგვაქვს საწოლები ამას თავისი მიზეზი აქვს. 14 ბაღის შენობაში დევნილებიც ცხოვრობენ და იქ არ არის საწოლი ოთახები. ასევე, არის რამდენიმე ბაღი, სადაც ფიზიკურად არ არის ოთახები“, - უთხრა რადიო "ათინათს" ააიპ-ის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 60 ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 4000-ზე მეტი აღსაზრდელი ირიცხება.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
დღის სიახლეები
27 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში აქციის 30-ე დღეს  მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან.
27 / დეკემბერი 2024
“აფხაზეთის სახალხო პარტიამ” შამილ აძინბა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. ამის შესახებ "აიაშარა" წერს.
27 / დეკემბერი 2024
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების ნაწილმა "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი კონცერტის ჩატარება გააპროტესტა. ისინი მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტის მერის გია ხარჩილავას გარდაცვალებისა და საქართველოში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.