დღეს, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე, ზუგდიდის ქუჩებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები აღმართეს.
საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე ხუთი წითელი ფერის ჯვარია გამოსახული, რომელიც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს.
სახელმწიფო დროშა, კიდევ ორ ეროვნულ სიმბოლოსთან გერბთან და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შემოიღეს, რომელიც ძალაში 2004 წლის 14 იანვრიდან შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები