აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი „პრემიერ მინისტრი“ ვალერი ბგანბა გახდა. შესაბამის გადაწყვეტილებას
ე.წ. პარლამენტმა 13 იანვარს ერთხმად დაუჭირა მხარი.
12 იანვარს ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში აქციას მართავდნენ, „სახელმწიფო აგარაკთან“ გადაინაცვლეს, სადაც რაულ ხაჯიმბა იმყოფებოდა და მისი გადადგომა მოითხოვეს. მანამდე, სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა, „აფხაზეთში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით“.
ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“, რაულ ხაჯიმბას გადადგომას დაუჭირა მხარი.
იმავე დღეს ხაჯიმბა გადადგა. ამის შესახებ სოხუმში „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილებს ყოფილმა "პრემიერ - მინისტრმა“ სერგეი შამბამ ამცნო. მან წაიკითხა დოკუმენტი, რომლითაც რაულ ხაჯიმბამ „პარლამენტის“ სპიკერს მიმართა. მასში აღნიშნულია, რომ ხაჯიმბამ უფლებამოსილება „ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მოიხსნა“.
მალევე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცესკოს თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ განაცხადა, რომ განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნები“ აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.
2019 წლის „არჩევნების“ მეორე ტურის შედეგები ბათილად „უზენაესი სასამართლოს“ საკასაციო ინსტანციამ ცნო.
მასალის გამოყენების პირობები