საქართველოს პარლამენტში, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ. მომხსენებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი იქნება.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე იქნება.
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომისა და „საპრეზიდენტო არჩევნების“ ხელახლა ჩატარების მოთხოვნით აქციები რამდენიმე დღე იმართებოდა. შედეგად, რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა 12 იანვარს დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები