“ეს იდეა მე, არქიტექტორ დათო ჯოლოგუას, ბესო არახამიას და ეკატერინე ფოცხვერიას გვეკუვთნის. პროექტის მიხედვით, პარკში ინსტალირებულია არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის ცალკეული სცენები. მაგალითად, აიეტის სასახლე, სადაც შუა დარბაზში განთავსებულია აიეტის ცნობილი შადრევანი. ასევე, პარკის ტერიტორიაზეა ცნობილი გემი "არგო" და იაზონისა და ცეცხლისმფრქვეველი ხარების ინსტალაცია, ოქროს საწმისი და მისი მცველი დრაკონი. პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია ძველბერძნული და ძველკოლხური თამაშობების სივრცეები და მცირე სასტუმრო, ასევე ძველი კოლხური ფრინველების კუთხე და ცხენების საჯინიბო და სხვა“, - ამბობს ჯიმშერ შეროზია.
აღნიშნული პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტული განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებში მოხვდა.უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები