ხიბულაში საქარველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გვერდით ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს.
ეკლესიის საძირკველი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, აკურთხა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარის გარდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამრევლო სკოლა და სამრეკლო აშენდება.
ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, სოფელში უკვე დასრულდა ორსართულიანი საბავშო ბაღის მშენებლობაც, ტაძრის მსგავსად ამ პროექტებსაც „ქართუ ჯგუფი“ ახორციელებს.
სახლს, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის აგვისტოში
მიენიჭა.
მასალის გამოყენების პირობები