სუპერმარკეტში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა აფხაზეთიდანაა
თბილისში, სუპერმარკეტ "სპარში" თავდასხმის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა. 19 წლის მათე ჯომიდავა ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 30 დეკემბრიდან მკურნალობდა.
მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მათე ჯომიდავა გალის სოფელ საბერიოს მკვიდრი იყო. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად "სპარში" კონსულტანტად მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, ჯომიდავას უცნობი პირები სუპერმარკეტში მუშაობის დროს დაესხნენ თავს.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები