სინოპტიკოსების ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომდევნო დღეებში თოვლჭყაპი და ყინვაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ 23-24 იანვარს შესაძლებელია დაფიქსირდეს მცირე ნალექი
თოვლისა და თოვლჭყაპის სახით. ჰაერის ტემპერატურა კი 0-დან 5 გრადუსამდე გათბება. ამავე ცნობით, 25-26 იანვარს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ღამის საათებში -3 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები