ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის დიაგნოზით 42 ადამიანი მკურნალობს, აქედან 29 ბავშვია
ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნებით 42 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის, 29 ბავშვია. მედიკოსების ინფორმაციით, 3 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობა მძიმეა. ამავე ცნობით, დანარჩენების სიცოცხლეს ამ ეტაპისთვის საფრთხე არ ემუქრება.
„ზუგდიდის ჯანდაცვის ცენტრში“ ამბობენ, რომ სტატისტიკა საგანგაშო არ არის და წინა წლებთან შედარებით, გრიპის ვირუსით დაავადებულთა მატება არ ფიქსირდება. ამავე ინფორმაციით, გაზრდილია გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებებით ამბულატორიული შემთხვევების მომართვიანობა.
ცენტრის ცნობით, 2019 წელს რეგიონის მასშტაბით გრიპის დიაგნოზით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები