ზუგდიდში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხუთი პირი დააკავა. მათ ბრალად მიცვალებულთა სახელით პენსიის მისაკუთრება ედებათ. დაკავებულებს შორის რამდენიმე ქალია.
ინფორმაციას სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 70 ათას ლარზე, რომელიც ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მიითვისეს.
მასალის გამოყენების პირობები