მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 229-ე მუხლით არის აღძრული,
რაც ჯარიმას ან ერთი წლით თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს. მესტიის მუნიციპალიტეტში კრიპტოვალუტის წარმოებისთვის განკუთვნილი ათასობით ე.წ. მაინერი ამოიღეს.
საინფორმაციო სააგენტო „სვანეთინიუსის“ ცნობით, ხაიშის თემში 2000-მდე "მაინერია" ამოღებული, სოფელ იდლიანში კი 600 ცალი. შედეგად, 2.5 მეგავატი ელექტროენერგია გამოთავისუფლდა.
აღნიშნულ საკითხზე მესტიაში შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა, რომელზეც სვანეთში დენის ხშირ გამორთვებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელეს.მას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები