მესტიელი მოკრივე ლაშა გურგულიანმა WBF მსოფლიო ჩემპიონის ქამარი 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა.
შეჯიბრი საქართველოში პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის ორგანიზებით ჩატარდა.
ლაშა გურგულიანი მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მოქმედი მფლობელია. მან თავისი ტიტული, WBO ვერსიით ლათინური ამერიკის ქვეყნების ყოფილი ჩემპიონის, მექსიკელი ედგარ „ნენე“ ორტეგას წინააღმდეგ 12 რაუნდიან ბრძოლაში დაიცვა.
მასალის გამოყენების პირობები