სენაკში ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც 96 წლის მარუსია სიჭინავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
ის სახლში მარტო იმყოფებოდა.
„მეზობლები ამბობენ, რომ ელექტრო გამათბობელი ჰქონდა ჩართული და ვარაუდობენ, რომ სწორედ მას გაუჩნდა ცეცხლი“, - ამბობს სენაკის მერის წარმომადგენელი ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩა ჭანტურია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამი ბრიგადა მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები