ჩხოროწყუში "შეცვლეს" წევრების ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" შს სამინისტროში უთხრეს.
უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობას ორი ან მეტი პირის მიმართ.
"შეცვლეს" სამი წევრი ამბობს, რომ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
ამავე თემაზე:
ჩხოროწყუში "შეცვალეს" აქტივისტები ჯუმბერ იზორიას დაუპირისპირდნენ
"შეცვალეს" წევრების თქმით, მათ ჩხოროწყუში სცემეს
მასალის გამოყენების პირობები