მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მერაბ ქვარაიას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. ახალგაზრდების ნაწილი შენობაში იმყოფება. მათ სურთ დეპუტატს გადასცენ შემდეგი შინაარსის სიგელი: "მერაბ ქვარაიას ნეპოტიზმისთვის".
ისინი სკანდირებენ: "მონა! პენსიების ქურდი". აქციის მონაწილეები ქვარაიასთან შეხვედრას ითხოვენ. ბიუროს თანამშრომლების განცხადებით კი, მათ მხოლოდ ერთი ადამიანის შეშვება შეუძლიათ.
"შეცვალეს" აქტივისტებსა და ბიუროს თანამშრომლებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები პროტესტს სასტვენებით გამოხატავენ, მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერებით: "მონა", "სად წავიდა პენსიები, ჩიტმა წაიღო, ჰაერმა? "შეცვალე! #
ქცხვარაია"
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები