უხვი ნალექის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ დიზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად გადაადგილება ამ დროისთვის შეჩერებულია.
ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 კაცზე მეტი ტევადობის ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები