სამეგრელოში მიმდინარე კვირას ნალექის სახით მცირე თოვლს ელოდებიან. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს.
ამავე ცნობით, 8, 9 და 10 თებერვალს მცირე ნალექთან ერთად, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.
„დასავლეთ საქართველოში 7 თებერვლიდან, დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება ცივი ჰაერის მასების გავრცელება და შესაძლებელია ეს 10 თებერვლამდე გაგრძელდეს. ნალექი უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი, თუმცა ეს იქნება სუსტი თოვა. 8, 9, 10 თებერვალს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სამი გრადუსი იქნება. ღამით კი ყინვა 4 გრადუსი იქნება“, - ამბობენ სააგენტოში.
დღეს სამეგრელოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, მთაგორიან ადგილებში კი ინტენსიური თოვა ნავარაუდევი.
მასალის გამოყენების პირობები