ანაკლიაშია ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება მოძრაობა "შეცვლეს" წევრებმა გააპროტესტეს.
მათი თქმით, პროექტის შეჩერებით რუსეთი იყო დაინტერესებული და ბიძინა ივანიშვილმა ვლადიმერ პუტინის დაკვეთა შეასრულა.
"დღეს ამ აქცია- პერფორმანსით გვინდოდა გვეთქვა, რომ პორტის სამშენებლო სამუშაოები არის შეჩერებული, სამშენებლო ტექნიკა გაყვანილია ანაკლიიდან, ხალხი ისევ დაუსაქმებელია, მოსახლეობა ისევ ღარიბია და სახელმწიფო ნაკლებად არის დაინტერესებული ანაკლიით. გარდა ამისა, რუსეთს არ აწყობდა პორტის აშენება. პუტინის დაკვეთა პირადად ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა და ეს პროექტი ჩააგდო ", - თქვა "შეცვალეს" ერთ-ერთმა წევრმა დარიკო ქარდავამ.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა ნიშნად იმისა, რომ აქ პორტი არ აშენდება, წყლის სავსე ჯამში ქაღალდისგან გაკეთებული გემები გაუშვეს.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის 9 იანვარს შეუწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები