ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა საქველმოქმედო სპექტაკლი გამართა. დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებისთვის წარმოდგენილი
იყო საბავშვო სპექტაკლი „ჯადოსნური ზღაპარი“.
ღონისძიება ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოსა და ფონდი „ევექსელის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. საინფორმაციო მხარდაჭერა კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ გაუწია.
„ჯადოსნური ზღაპარი“ თამარ ჭინჭარაულის რეჯისორობით დაიდგა. სპექტაკლი სიყვარულის და სიკეთის მნიშვნელობას ეხება და პატარებს ასწავლის თუ რა ჯადოსნური შედეგი აქვს მას.
მასალის გამოყენების პირობები