სვანეთში, ტრადიციული დღესასწაულის "ლამპრობის" აღნიშნვა დილის ექვს საათზე დაიწყო. ყველა ოჯახიდან, უხუცესები ახალგაზრდებთან ერთად ლამპრებით ხელში სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე ადგილას შეიკრიბნენ.
ლამპრობის დღესასწაული აღდგომამდე 10 კვირით ადრე აღინიშნება. ამ დროს ყველა ოჯახში ტრადიციული კვერები (ლემზირები) ცხვება. ტრადიციისამებრ, თითო სვანური ოჯახიდან იმდენი ლამპარი გამოაქვთ, რამდენი მამაკაციც ჰყავთ.
სვანები განთიადს წმინდა გიორგის საგალობელით ხვდებიან და მლოცველებს წმინდა გიორგის ქუდის დამხურავებს ეძახიან.
მასალის გამოყენების პირობები