გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. ამავე ცნობით, სამეგრელოში ჰაერის ტემპერატურის -5, -7 გრადუსამდე დაწევაა მოსალოდნელი.
მთიან ნაწილში კი სინოპტიკოსები 10 გრადუსამდე ყინვას პროგნოზირებენ. რაც შეეხება მესტიას, აქ -25 გრადუსია ნავარაუდევი.
„ყინვა ძირითადად ხელს შეუშლის ციტრუსოვან კულტურას. ამიტომ ისინი უნდა შევფუთოთ, განსაკუთრებით ლიმონი. პლანტაცია თუ დიდ ფართობზეა გაშენებული, მაშინ მიზანშეწონილია ბოლის დაყენება, ეს ყინვას საგრძნობლად შეასუსტებს“, - ამბობენ სააგენტოში.
ამავე ცნობით, წუხელ სამეგრელოში 5-10 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა.
მომდევნო დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, სამეგრელოში ყინვები შედარებით შესუსტდება.
მასალის გამოყენების პირობები