მესტიაში, თეთნულდზე უკრაინის მოქალაქეს მეორე დღეა ეძებენ.
როგორც კურორტის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ქურდიანმა რადიო "
ათინათს" უთხრა, შეტყობინება ტურისტის დაკარგვის შესახებ მათთან გუშინ შევიდა და სწპრედ მას შემდეგ დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
"დაახლობით ექვსი კაცი ამბობდა, რომ ტურისტი ზვავში მოჰყვა. შემდეგ თქვეს, რომ შეეშალათ, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი დაკარგულია. ის ბოლოს სწორედ იქ ნახეს, სადაც ზვავი ჩამოწვა. ის უკრაინის მოქალაქე და მას ამ წუთებშიც ვეძებთ", - გვითხრა ქურდიანმა.
გუშინ თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ქვეშ ჩეხი ტურისტი მოჰყვა. მისი ამოყვანა მაშველებმა
შეძლეს.
მასალის გამოყენების პირობები