სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა
ზუგდიდსა და წალენჯიხაში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ჯამში ამოღებულია 66,460 ღერი უაქციზო სიგარეტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.
მასალის გამოყენების პირობები