სოხუმის ე.წ. მერმა „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრა
სოხუმის „ადმინისტრაციის“ მოვალეობის შემსრულებელმა კან კვარჩიამ „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
მისი თქმით, ის არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს, წერს „აფსადგილ ინფო“.
„გავაანალიზე პოლიტიკური და უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც ჩვენს საზოგადეობაში ჩამოყალიბდა და მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე. გავაცნობიერე, რომ არ მსურს ჩავერთო ნეგატიურ პროცესებში და კიდევ უფრო დავძაბო სიტუაცია, რომელიც თან სდევს ჩვენს არჩევნებს“, - აღნიშნა კვარჩიამ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „პრეზიდენტს“ 22 მარტს აირჩევენ. დღეს კანდიდატების წარდგენა სრულდება.
გამოცემის თანახმად, ამ დრომდე, „პრეზიდენტობის კანდიდატებად" დარეგისტრირდნენ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა და პარტია „აკზაარას“ ლიდერი ლეონიდ ძაპშბა.
მასალის გამოყენების პირობები