ზუგდიდის სოფელ ჭაქვინჯის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ორი დღით შეწყდა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ძლიერი ყინვის გამო გათბობის სისტემა დაზიანდა.
„მილებში გაიყინა სითხე. ჩვენი ძალებით მოვახერხეთ პრობლემის მოგვარება. ხვალაც შეგვიძლია სასწავლო პროცესის დაწყება, მაგრამ უკვე ორი დღე გვაქვს ნათქვამი ბავშვებისთვის“, - თქვა სკოლის დირექტორმა მარინა ჟორჟოლაძემ.
გასულ დღეებში, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში ჰაერის ტემპერატურა -5,- 10 გრადუსამდე დაეცა.
მასალის გამოყენების პირობები