რეგიონი
ლელა ქებურია აუდიტის დასკვნაზე: სამუშაოების შესრულების თითქმის ყველა ეტაპზე იყო ხარვეზები
„ევროპული საქართველოს“ წევრი ლელა ქებურია აუდიტის სამსახურის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ხარვეზების გამოვლენას გამოეხმაურა. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, 50 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანხა გაფლანგულია. პარლამენტარი მიიჩნევს, რომ აქ შესაძლოა, კორუფციული ინტერესები იკვეთებოდეს.

„მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო პროექტს, რომელიც ეხება უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირების საცხოვრებელი ფართების პრობლემას. ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობა განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი უნდა იყოს იმ ფონზე, რა მძიმე სოციალური პირობებიც არის ქვეყანაში. ეს პროექტი ძალიან კარგია, რომ არის მუნიციპალიტეტში. მოგეხსენებათ, ყველა მუნიციპალიტეტს არ აქვს ფუფუნება მსგავსი ტიპის პროექტი განახორციელოს. ამ მიმართულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი იყო 47 სახლის მშენებლობა და მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი, თუმცა, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტიც კი ხარვეზებით ხორციელდება. თუმცა, ობიექტების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ რამდენიმე სახლი, რომელიც ბენეფიციარებისთვის აშენდა არ გამოიყენება საცხოვრებლად და არის დაკეტილი. პროექტის ბენეფიციარების შერჩევისას იყო ხარვეზები და ისინი არ შეირჩნენ საჭიროების მიხედვით. რამდენიმე სოფელში სამუშაოები დაგვიანებით მიმდინარეობდა და 17 სახლამდე არის ხარვეზით შესრულებული. მუნიციპალიტეტმა ეს ხარვეზით ან ნახევრად შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამუშაოების ხარვეზი ვიზუალური დათვალიერებითაც იყო შესაძლებელი. სამუშაოების შესრულების თითქმის ყველა ეტაპზე იყო ხარვეზები, დაგეგმვის, ბენეფიციარების გამოვლენის, სამუშაოებზე ზეგავლენისა და შეჯამების მიმართულებით. ეს საუკეთესო შემთხვევაში არის არაპროფესიონალიზმი, ხოლო უარეს შემთხვევაში არის კონკრეტული პირების და კორუფციული ინტერესები“, - ამბობს ქებურია.

კორუფციულ ინტერესებზე საუბრისას ქებურიამ რამდენიმე კომპანიაც დაასახელა, მათ შორის შპს „ევრომშენი 999“, რომლის მესაკუთრე და 100%-იანი წილის მფლობელი, მისივე თქმით, 2016 წლის მონაცემებით არქიტექტურის სამსახურის უფრო იყო.

აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით ხარვეზები გამოავლინა. კერძოდ, დასკვნის მიხედვით, ნაკლოვანებები უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში აღმოჩნდა.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ მშენებელ ორგანიზაციებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად ვადები განესაზღვრათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2025
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
19 / ივნისი 2025
მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, რადიო „ათინათს“ აღარ შეუძლია საერთაშორისო გრანტების მიღება.
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.