აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატებად ოფიციალურად დაარეგისტრირა ასლან ბჟანია, ადგურ არძინბა და ლეონიდ ძაპშბა“.
ამის შესახებ „ცესკოს“ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ამავე ცნობით, „ვიცე - პრეზიდენტობის“ კანდიდატებად დარეგისტრირდნენ ბადრა გუნბა, არდა აშუბა და ვიქტორ ხაშბა. „საპრეზიდენტო“ არჩევნები 2020 წლის 22 მარტს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები