დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლს შეისყიდის.
განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 40 განაცხადი განიხილა და 17 სახლის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.
მასალის გამოყენების პირობები