ზუგდიდში ერთ-ერთი ლომბარდის გაძარცვის მცდელობისთვის დღეს კიდევ ერთი პირი დააკავს. ის რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ საკუთარი სახლიდან ხელბორკილებით გამოიყვანა.
დაკავებული უარყოფს ძარცვის მცდელობას და ამბობს, რომ ლომბარდში ტელეფონის საყიდლად იყვნენ შესული და ფასის დაკლებას ითხოვდნენ.
ზუგდიდის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ლომბარდის გაძარცვის მცდელობისთვის
გუშინ ორი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ობიექტიდან მობილური ტელეფონების გატაცებას ცდილობდნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 19-178-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ძარცვას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მასალის გამოყენების პირობები